მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია“ - თბილისი ენერჯის განმარტება

620b5bcf24aa1
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 12:00
708
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დიღმის მასივში საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, დაუდევრობის ბრალია.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„აფეთქების მიზეზის დასადგენად ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან.

ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება“, - აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ: „გაფრთხილდით, გაზის დანადგარების გადაადგილების და რემონტის დროს ძალიან ხშირია გაზის რეზინის მილის დაზიანების შემთხვევები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები