დიღმის მასივში ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა.
როგორც BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
„დიღმის მასივში, ერთ-ერთ კორპუსში მეშვიდე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვება მოხდა, რამაც ხანძრის გაჩენა განაპირობა. დაშავებულია ერთი ადამიანი“, - განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სამედიცინო ბრიგადა.