შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა, ხოლო 7 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეცამეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.