ნიუ-იორკში, Sotheby's-ის აუქციონზე სტეგოზავრის სახეობის დინოზავრის ჩონჩხი რეკორდულ 44 მილიონ 600 ათას დოლარად გაიყიდა - ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ამ ტიპის ექსპონატის სანაცვლოდ ოდესმე გადახდილა.
მცენარეების მჭამელი სტეგოზავრის სიმაღლე თითქმის 3.5 მეტრია და მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 8 მეტრს და 20 სანტიმეტრს აღწევს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და კარგად შენახული დინოზავრის ჩონჩხი, რომელიც არქეოლოგებს ოდესმე აღმოუჩენიათ.
ექსპონატი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს დინოზავრი ამერიკაში დაიბადა და ამერიკაშივე დარჩება“.
დინოზავრი 2022 წელს კოლორადოს შტატში არქეოლოგიური გათხრების პროცესში აღმოაჩინეს. თავად ის დედამიწის ზედაპირზე 150 მილიონი წლის წინ დაეხეტებოდა, გვიან იურულ პერიოდში, ანუ მაშინ, როცა პლანეტაზე ჯერაც დინოზავრები ბატონობდნენ.