საქართველოს რკინიგზამ შპალების შესაძენად 24,843,098 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის გზით, რკინიგზა 95,650 რკინა-ბეტონის შპალს შეიძენს. შესაბამისად, ერთი შესასყიდი შპალის ღირებულება 259 ლარს შეადგენს.
ტენდერში წინადადებების მიღება 4 ივნისს იწყება და 6 ივნისს მთავრდება.