მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney, Warner Bros. და Sony Pictures Entertainment-ი რუსეთში დაგეგმილი ფილმების ჩვენებას აუქმებენ

621dc736252d9
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 11:31
478
ჰოლივუდის სტუდიები Disney, Warner Bros. და Sony Pictures Entertainment-ი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ჰუმანიტარული კრიზისის საპასუხოდ რუსეთის კინოთეატრებში დაგეგმილი ფილმების ჩვენებას აჩერებენ. წერს Reuters-ი

Walt Disney-ში აცხადებენ, რომ რუსეთში ფილმების ჩვენებას შეაჩერებენ, მათ შორის Pixar Animation Studios-ის ანიმაციური ფილმის Turning Red-ის დაგეგმილ ჩვენებასაც. რამდენიმე საათში კი Warner Media-მ მიმდინარე კვირაში "ბეტმენის" ჩვენების შეჩერების შესახებ განაცხადა. WarnerMedia-ში აცხადებენ, რომ მდგომარეობის მონიტორინგს გააგრძელებენ და "ამ ტრაგედიის სწრაფ და მშვიდობიანი გადაწყვეტას" იმედოვნებენ.

„შემდგომ ბიზნეს გადაწყვეტილებებს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მივიღებთ. ამავე დროს დევნილთა კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სასწრაფო დახმარებისა და სხვა ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ“, - ნათქვამია Disney-ს განცხადებაში.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გათვალისწინებით, „ჩვენ რუსეთის კინოთეატრებში დაგეგმილ ჩვენებებს შევაჩერებთ, მათ შორის Morbius-ის მოახლოებულ ჩვენებას“, - განაცხადა Sony Pictures Entertainment-ის სპიკერმა.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის კინოაკადემიამ რუსული კინოსა და კინოინდუსტრიის საერთაშორისო ბოიკოტის მოთხოვნით ონლაინპეტიცია მოამზადა.

Reuters-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ჰოლივუდისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და 2021 წელს მსოფლიოში ბილეთების გაყიდვის, დაახლოებით, 2.8% რუსეთზე მოდიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები