მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია: "შედეგები უფრო და უფრო ნეგატიური იქნება, ველოდებით უარესს"

5ed7d493536e9
ნინი ლონგურაშვილი
03.06.20 23:20
1521
"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან, ჯერ ყველაფერი წინ არის, არანაირი სტაბილურობის წერტილი არ ჩანს", – ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.

“შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასოციაციის წევრი სადისტრიბუციო კომპანიები, რომლებიც უწყვეტად ამარაგებდნენ მაღაზიებს, ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ და ვერაფრით გამოვარჩევ იგივე ექიმებისგან. რა თქმა უნდა, ბევრი დაბრკოლება და პრობლემა შეგვხვდა, შესაბამისად, მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყავით მთავრობასთან და გარკვეული სახის კონსულტაციებსაც ვაძლევდით რა გაეკეთებინათ, რომ ეს ჯაჭვი არ ჩავარდნილიყო. არსებობდა საფრთხე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ ოპერირების გაგრძელებას, მკაცრი რეგულაციების გამო. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ დახლები არ იყო ცარიელი და ის პრობლემა, რაც ბევრ ქვეყანას შეექმნა, ჩვენმა ქვეყანამ ეს გადალახა და ეს იყო ჩვენი ერთობლივი ბრძოლის შედეგი", – ამბობს ივა ჭყონია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარაგების პრობლემა ქვეყანაში არ ყოფილა, ლარის გაუფასურების გამო, სერიოზული ზიანი მიადგა კომპანიებს, როგორც სადისტრიბუციო, ასევე მწარმოებლებს.

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან, ჯერ ყველაფერი წინ არის, არანაირი სტაბილურობის წერტილი არ ჩანს. ახლა მხოლოდ და მხოლოდ კლება შეინიშნება და ამას მოწმობს ყველაფერი, თუნდაც იგივე საქსტატის მიერ დადებული შედეგები. სამწუხაროდ შედეგები უფრო და უფრო ნეგატიური იქნება და ველოდებით უარესს. მოთხოვნა იყო პირველადი მოხმარების პროდუქტზე, სხვა სახის პროდუქტებზე კლებაა საკმაოდ მაღალი", – აღნიშნა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები