მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რიკოთზე ტვირთები შეუფერხებლად გადაადგილდება”-დისტრიბუტორთა ასოციაცია

642adbc1e9d0a
ანუკა ჯოხაძე
03.04.23 20:55
13816
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როდის გაიხსნება რიკოთის უღელტეხილი. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რიკოთზე, გზასთან ჩამოწოლილი მეწყერის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, და დაახლოებით კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ როდის იქნება შესაძლებელი საავტომობილო გზის გახსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რიკოთის პრობლემური მონაკვეთი პერიოდულად საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით ტრაილერებისა და გადამზიდავი კომპანიებისთვის იხსნება,რადგან გადაზიდვებს პრობლემა არ შეექმნას.

როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, ტრაილერები რევერსულად კონკრეტული დროის შუალედებში მოძრაობენ. შესაბამისად, ივა ჭყონიამ თქვა,რომ ამ ეტაპზე ამ მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ფიქსირდება.

“მიუხედავად იმისა, რომ რიკოთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, ამ მხრივ ტვირთები შეუფერხებლად მოძრაობს, უბრალოდ მოძრაობა ხდება რევერსის პრინციპით. 4-5 საათში ერთხელ ჯერ ერთი მხრიდან მოდიან ავტომობილები, შემდეგ მეორე მხრიდან. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საპატრულო პოლიციასთან, ვიღებთ ინფორმაციას.

იყო რაღაც პერიოდი რამდენიმე დღის წინ როდესაც სრულად იყო დაკეტილი, თუმცა მოძრაობა დღეს აღდგენილია. ასე რომ არანაირი საფრთხე იმისა, რომ სურსათის მიწოდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ან პირიქით, უახლოეს პერიოდში არ იქნება.”-ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები