მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დივერსიფიცირებაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები უწყვეტად ივსებოდეს”

5fd6322343e45
ლიკა გურაბანიძე
13.12.20 19:08
1229
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ხორბლის იმპორტის წყაროების დივერსიფიცირების საკითხზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხს თავად იმპორტის უწყვეტობა წარმოადგენს.

“ეს არის უსაფუძვლო განცხადებები, როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენი იმპორტი დივერსიფიცირებული უნდა იყოს და ხორბლის იმპორტი მხოლოდ რუსეთიდან არ უნდა ხორციელდებოდეს.” - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა Forbes კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, მინისტრთან საუბრის დროს კითხვა რუსეთში საექსპორტო ხორბლის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირების საკითხს შეეხო. როგორც დავითშვილმა აღნიშნა, რუსეთიდან ხორბლის მოწოდების პროცესი ინდუსტრიის პრაგმატული გადაწყვეტილებაა და ამ ნაბიჯით კომპანიები ხარისხიან ხორბალს იაფად ყიდულობენ, რადგან რუსეთი ყველაზე ახლო მომწოდებელია. ამასთანავე, დავითაშვილმა თქვა, რომ რუსეთის გარდა საქართველო ხორბალს წელს აშშ-სგანაც შეიძენს.

“სუბსიდირებაზე მეტად ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა არის ის, რომ ხორბლის კრიტიკული მარაგების რაოდენობა ქვეყანაში არსებობდეს. სახელმწიფო ამ სექტორში სუბსიდირების ნაწილის გარდა ჩარევას არ ახორციელებს. ამ პროცესის სრულად სახელმწიფო რეჟიმზე გადაწყობა არ გვინდა, რადგან ეს ქვეყნისთვის ფინანსურად გამართლებული არ იქნება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენ მოწოდების ალტერნატიულ წყაროზე გადაწყობას ყოველთვის ვახერხებთ. 2020 წელსაც ჩვენ აშშ-დან დაახლოებით 40 ათას ტონა ხორბალს ვიღებთ და ის ალტერნატიული მომწოდებელია." - აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. წლიურ ჭრილში ხორბალზე ფასის მატება დაახლოებით 9.7%-ია. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტზე დივერსიფიცირების განცხადებები უსაფუძვლოა. მინისტრი ბაზრების დივერსიფიცირებაზე მნიშვნელოვნად ქვეყანაში ხორბლის უწყვეტი მარაგების მუდმივ არსებობას მიიჩნევს.

ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები