გვსურს ბევრ ადამიანს მივცეთ დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, რომ მათ უკეთ შეძლონ საკუთარი იდეების ვიზუალიზაცია და თვითგამოხატვა - სწორედ ამ იდეით შექმნა შემოქმედებასა და დიზაინზე ფოკუსირებული რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუცია - დიზაინის ინსტიტუტი, რომელმაც სტუდენტების მიღება უკვე დაიწყო, პირველი სასწავლო პროგრამა კი სტარტს სულ რამდენიმე დღეში, 17 თებერვლიდან აიღებს. რა შესაძლებლობას სთავაზობს დიზაინის ინსტიტუტი სფეროს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპეციალისტებს და რა უნიკალური კონცეფცია გამოარჩევს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან?
სტუმარი: ნინო ეგაძე - “დიზაინის ინსტიტუტის” დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად