მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დმიტრო კულება: "თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე იყო პროევროპული. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ"

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს 2024 წლის ნოემბრის მოვლენები ძალიან ჰგავს 2013 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც უკრაინელმა ხალხმა უარი თქვა თავისუფლების დათმობაზე. კულებას თქმით, მაშინ მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა.

"საქართველოს მთავრობა მალავდა რუსეთის წინაშე მცოცავ დათმობებს იმ დაპირებით, რომ თავიდან აიცილებს "უკრაინულ სცენარს", რაც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ტრაგიკულია, რომ რისი მოწმენიც ვართ დღეს საქართველოში, არის ზუსტად უკრაინული სცენარი, მაგრამ სხვა სახის.

საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე წიგნს მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე წამოდგნენ და უარი თქვეს თავისუფლების დათმობაზე, მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა.

საქართველოს დღევანდელი მოცემულობა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და მერე რუსეთი გჭამს", - წერს კულება სოციალურ ქსელ X-ში.

ის ასევე მიმართავს თბილისის ქუჩებში მყოფებს: "თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე იყო პროევროპული ან პრორუსული; საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მათ მოიპარონ თქვენი მომავალი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები