შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის სრული ღირებულებაც 17.7 მლნ ლარი იქნება.
შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, თანხა უნდა დაიხარჯოს საჭირო ელექტრონული მასკანირებელი მიკროსკოპის, დნმ ლაბორატორიის წარმადობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სახის მოწყობილობების, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებისა და სახარჯი მასალისათვის.
2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტებს და საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან. სწორედ ამ დროს უნდა ამოქმედდეს დნმ-ს ერთიანი ეროვნული ბაზა.
დოკუმენტის მიხედვითვე, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ზემოთაღნიშნული შესასყიდი საქონლის შესაძენად გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე გასაჩივრდა და საბოლოოდ შეწყდა.
შესასყიდი კატეგორიები შემდეგია:
- პიპეტები;
- კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები;
- ფარმაცევტული პროდუქტები;
- აუტოფსიისა და მორგისთვის საჭირო მოწყობილობები და აქსესუარები;
- ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები38500000 - საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა;
- მონაცემთა ბაზის პროგრამული პაკეტები;
- სინჯარები;
- იზოტოპური რეაქტივები;
- კომპიუტერის კონფიგურაციები;
- ელექტრონული მიკროსკოპები;
- სამედიცინო მოწყობილობები;
- ქიმიური რეაქტივები;
- ლაბორატორიული რეაქტივები;
- მომსახურებები სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის შეფასებისა და ანალიზის სფეროში;
- მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები;
- ბამბის ჩხირების კომპლექტები სინჯების ხელით ასაღებად;
- შეფასებისა და ტესტირების სხვადასხვა სახის ხელსაწყოები;
- სკანერიანი ელექტრონული მიკროსკოპები;
- მანქანა-დანადგარები და აპარატურა ცდებისა და გაზომვებისთვის;
- პიპეტის ბუნიკები;
- კონტეინერები და შესაგროვებელი ტომრები, დრენაჟი და კომპლექტები;
- ლაბორატორიული პიპეტები და აქსესუარები.