საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს - გასული 24 საათის განმავლობაში უნცია მეტალის ფასმა 3,660 დოლარს მიაღწია, რაც ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
თიბისი კაპიტალის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, ოქროს ზრდას ამერიკულ დოლარზე არსებული ძლიერი ზეწოლა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მიმდინარე თვეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების მოლოდინი განაპირობებს.
თუკი ფედერალური რეზერვი მართლაც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ეს უფრო მეტად დააჩქარებს დოლარის გაუფასურების და მასთან მიმართებით ოქროს გამყარების პროცესს.




























