მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Domino’s Pizza საშობაოდ დამატებით 8,000 მძღოლს დაიქირავებს

616809715d2a6
ნათია თაქთაქიშვილი
14.10.21 21:00
589
Domino’s Pizza საშობაოდ დამატებით 8,000 მძღოლს დაიქირავებს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მასშტაბით, კომპანია აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამუშაო ძალის ნაკლებობით და საახალწლოდ მოსალოდნელი გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც Domino’s Pizza-ში აცხადებენ, კომპანია თანამშრომლებს გრძელვადიან პერსპექტივას ჰპირდება, რადგან მენეჯერების 90%-ზე მეტმა კომპანიაში საქმიანობა მძღოლობით ან მზარეულობით დაიწყო.

ამასთან სწრაფი კვების ქსელი აცხადებს, რომ ახალი თანამშრომლები კომპანიაში არამხოლოდ წინასაახალწლო პერიოდში დასაქმდებიან, არამედ მუდმივ სამუშაო ადგილებს მიიღებენ.

ანალიტიკური კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 27%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო 33%-ით 2018 წელთან შედარებით.

Domino’s Pizza-ში აცხადებენ, რომ კომპანია წელს გაფართოებას ისევ გეგმავს და 30-მდე ახალი მაღაზიის გახსნა აქვთ გეგმაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შეკვეთები 40.3%-ით გაიზარდა ბოლო 13 კვირის განმავლობაში 26 სექტემბრის ჩათვლით, რაც შეეხება Domino’s Pizza-ს გაყიდვებს, ის 82%-ით აღდგა პანდემიამდე პერიოდთან მიმართებაში.