მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, ზელენსკისა და პუტინს გაესაუბრება

ზელენსკი ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო კვირაში იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში შეხვდება, რუსეთის პრეზიდენტს კი სატელეფონო ზარით გაესაუბრება - ამის შესახებ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პრეზიდენტ ზელენსკის ალბათ მომდევნო კვირაში შევხვდები და ალბათ პრეზიდენტ პუტინსაც გავესაუბრები. მინდა, რომ ამ ომის დასასრული ვნახო", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვევდა. მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ინაუგურაციის შემდეგ "ძალიან სწრაფად" სურდა, რასაც კრემლის მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა ამ დრომდე შეხვედრისთვის საჭირო სამუშაო დაწყებული არ არის.

ტრამპი და ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის იმ შეთავაზებას განიხილავენ, რომლის თანახმადაც უკრაინა, ამერიკული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, თავის ბუნებრივ მინერალებს დათმობს.

იარაღი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ - რას მოიცავს აშშ-უკრაინის პოტენციური შეთანხმება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები