მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იარაღი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ - რას მოიცავს აშშ-უკრაინის პოტენციური შეთანხმება?

ტრამპი და ზელენსკი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის დახმარების ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელიც აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდების გაგრძელებას, უკრაინის მხრიდან კი ბუნებრივი რესურსების გაცემას გულისხმობს.

ამ შემთხვევაში, ტრამპის ფოკუსში იშვიათი მინერალებია, რომელთაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში იყენებენ და რომელთა წარმოებაზე მონოპოლია ჩინეთს აქვს, რომელმაც, თავის მხრივ, აშშ-ში ექსპორტი შეზღუდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მინერალების სანაცვლოდ იარაღის მიწოდების იდეა ტრამპს არ ეკუთვნის, ეს ინიციატივა უკრაინის მთავრობის მხრიდან წამოვიდა, რომელზედაც ტრამპი დათანხმდა, რადგან ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ერთს იარაღი სჭირდება, მეორეს კი - მინერალები.

უკრაინის ბუნებრივ რეზერვებთან დაკავშირებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა მისი ტერიტორიის და გეოგრაფიული მოწყობის გათვალისწინებით, ქვეყანა უდიდეს რეზერვებს ფლობს, რომელთა წყალობით, აშშ-ის მთავრობა ჩინეთისგან მომავალი ზეწოლის განეიტრალებას, უკრაინა კი რუსეთის წინააღმდეგ თავის დაცვას შეძლებს, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის.

ტიტანი, ფერადი ლითონები, გაზი - რა ბუნებრივ რესურსებს ფლობს უკრაინა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები