აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
დოკუმენტი 2014 წელს მიღებულ ოთხ სასანქციო სიას ეხება, 2018 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას და 2022 წელს მიღებულ ერთ სასანქციო სიას.
ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა აგრძელებს მოქმედებას, რაც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს აღმასრულებელი ბრძანებებით 2014, 2018 და 2022 წლებში სანქციების დაწესების უფლებას აძლევდა.




























