"დღეს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არის დაგეგმილი", - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარი იქნება ვლადიმერ პუტინთან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ადასტურებს, რომ დღეს რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს. „10:00 საათზე ვლადიმერ პუტინს დაველაპარაკები“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.




























