მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპი სიტუაციურ ოთახში იმყოფება, სადაც ირანის საპასუხო ზომებს განიხილავენ - მედია

სს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ წუთებში სიტუაციურ ოთახში იმყოფება. საერთაშორისო მედია წერს, რომ დონალდ ტრამპთან ერთად სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი დენ კეინი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აკვირდებიან ირანის მიერ საპასუხო ზომების მოქმედებებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მოგვიანებით კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არ არიან დაშავებულები.

ირანმა კატარში და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა - Reuters-ი

კატარის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაშვებული რაკეტები გაანეიტრალა - Reuters

კატარმა საჰაერო სივრცე დახურა - Reuters

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები