მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის სოციალური ქსელის ღირებულება 50%-ით შემცირდა

truth social

საფონდო ბირჟაზე გამოჩენიდან ორი კვირის შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაფუძნებული სოციალური ქსელის, Truth Social-ის აქციების ღირებულება 50%-ით დაეცა.

ასეთ მკვეთრ ვარდნას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ეს კომპანია თავიდანვე არარეალისტურად ძვირად იყო შეფასებული, რასაც მისი დამფუძნებლის პერსონა განაპირობებდა. მარტივად რომ ვთქვათ, ტრამპის მხარდამჭერებმა Truth Social-ის აქციები იმ იმედით იყიდეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, აქტივის ღირებულება უფრო მეტად გაიზრდებოდა, თუმცა ისე აღმოჩნდა, რომ ტრეიდერებმა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრევე დაიწყეს ამ აქტივის გაყიდვა და საბოლოოდ ეს შედეგიც მივიღეთ.

ყველანაირი თვალსაზრისით, Truth Social-ი გაუმართავი კომპანიაა, რომელიც ზარალზე მუშაობს და მის ღირებულებას თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს მისი დამფუძნებლის საჯარო გავლენა, სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უმოკლეს პერიოდში მან 50%-იანი ვარდნა განიცადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები