მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა გარდაიცვალა

5f38cdd9d515d
თამთა ჯიჯავაძე
16.08.20 10:09
2548
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა რობერტ ტრამპი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ევრონიუსის“ ცნობით, პრეზიდენტის ძმა ნიუ-იორკის საავადმყოფოში იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. ის თავად თეთრი სახლის ლიდერმა პარასკევს მოინახულა.

უცნობია კონკრეტულად რა გახდა რობერტ ტრამპის გარდაცვალების მიზეზი.

„დამძიმებული გულით გიზიარებთ რომ ჩემი შესანიშნავი ძმა, რობერტ გარდაიცვალა დღეს ღამე. ის ჩემი არამხოლოდ ძმა იყო, არამედ საუკეთესო მეგობარი. ძალიან მომენატრება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ის ჩემს გულში დარჩება მუდამ. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდობით განისვენე“, – წერია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

ცნობისთვის, ტრამპს ორი და და ორი ძმა ჰყავდა. თავად თეთრი სახლის ლიდერი 74 წლისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები