მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე საიმპორტო ტარიფები გააუქმა

BRICS

პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე საიმპორტო ტარიფები გააუქმა, მათ შორის ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა ყავა, საქონლის ხორცი, ბანანი და ფორთოხლის წვენი.

Reuters-ის თანახმად, ნაბიჯი ამერიკელი მომხმარებლების მხრიდან სასურსათო პროდუქტების მაღალი ფასების შესახებ შეშფოთების ფონზე გადაიდგა.

ახალი შეღავათები, რომლებიც ხუთშაბათს, შუაღამისას ამოქმედდა, ტრამპის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მის მიერ წელს დაწესებული ფართომასშტაბიანი იმპორტის გადასახადები ინფლაციას არ უწყობს ხელს.

საკითხზე მედიასთან კომენტარისას ტრამპმა თქვა, რომ ტარიფებმა „ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება“ ფასები გაზარდოს, თუმცა საერთო ჯამში, აშშ-ში „ფაქტობრივად ინფლაცია არ არის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები