მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხის მიზეზად სიაში მისი საკუთარი კანდიდატურის არყოფნა დაასახელა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხი ბიულეტენში საკუთარი კანდიდატურის არყოფნას დაუკავშირა.

ფლორიდაში მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ საარჩევნო შედეგებსა და შემდგომ ეკონომიკურ რყევებზე პასუხისმგებლობა დემოკრატებს ეკისრებათ.

ტრამპის განცხადებით, კენჭისყრის დასრულებისთანავე, დემოკრატების არჩევის გამო საფონდო ბირჟამ $3 ტრილიონი დაკარგა. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ საფინანსო სექტორი კონგრესში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას კატასტროფად მიიჩნევს.

მისი თქმით, ამერიკელთა საპენსიო დანაზოგების შემცირება მხოლოდ ოპონენტების გამარჯვებამ განაპირობა და ეს ვითარება რესპუბლიკელებთან ან პირადად მასთან კავშირში არ არის.

ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა და მის შედეგად დემოკრატებმა უმრავლესობა როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები