მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ დავა ოფიციალურად დაიწყო

ბანკები

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ დავა ოფიციალურად დაიწყო. დღეს შეტანილი სარჩელის თანახმად, პრეზიდენტი ჯამურად $10 მილიარდის კომპენსაციას ითხოვს, საქმე კი ეხება არხის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის 2 ეპიზოდს, რომლებზეც ტრამპი ცალკეულად $5-$5 მილიარდის მიღებას ითხოვს.

განმარტებისთვის, საუბარია 2021 წლის 6 იანვრის შესახებ შექმნილ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელშიც მხარდამჭერების მიმართ ტრამპის მიმართვა მკაფიოდ არის დამონტაჟებული. კონკრეტულად, ფრაზები “კაპიტოლიუმისკენ წასვლა” და “უნდა იბრძოლოთ თავდაუზოგადავად” ერთ წინადადებადაა წარმოჩენილი. ეს მაშინ, როცა დროითი აცდენა ხსენებულ ფრაზებს შორის 50 წუთია.

ტრამპის მტკიცებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი განცხადება განზრახ დაამახინჯა, ამასთან ის, როგორც ძალადობის ორგანიზატორი, ისე წარმოაჩინა, რაც პრეზიდენტის შეფასებით, მიზნად მისი რეპუტაციის დაზიანებას ისახავდა. შტატების ლიდერმა სარჩელი ფლორიდის შტატში, მაიამის სასამართლოში შეიტანა. ტრამპი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ცილისწამებისა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონი დაირღვა. აღსანიშნავია, რომ BBC-მ დონალდ ტრამპს ფილმის დამონტაჟებისთვის ბოდიში ოფიციალურად მოუხადა, ამასთან, თანამდებობები დატოვეს აღმასრულებელი გუნდის ხელმძღვანელებმა, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. მაუწყებელმა ახსნა, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტური ფილმი მართლაც უხეშად იყო დამონტაჟებული, თუმცა განმარტა, ეს განზრახ არ მომხდარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები