მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა დასაქმების სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის კანდიდატად იჯი ანტონი დაასახელა

დონალდ ტრამპი
BM. GE
12.08.25 19:30
163

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციაზე იჯი ანტონის კანდიდატურა წარადგინა.

ანტონი პროფესიით ეკონომისტია და Heritage Foundation-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ ანტონი ოფიციალურად ჩაანაცვლებს ბიუროს ყოფილს ხელმძღვანელს, ერიკა მაკენტარფერს, რომელიც ტრამპმა ივლისის თვის დასაქმების სტატისტიკის გამოქვეყნების გამო დაითხოვა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ბიურის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მანიპულაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სტატისტიკაში დაბალი ციფრების მითითებით ის ტრამპის მიღწევებისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპს ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე ტრამპის თანამოაზრის წარდგენას ეკონომისტები უარყოფითად შეხვდნენ, რადგან ეს ორგანო მიუკერძოებლობითაა ცნობილი. ანტონის დანიშვნამ კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ინსტიტუტისადმი სანდოობას. იჯი ანტონს ბიუროს ხელმძღვანელობამდე მხოლოდ სენატის თანხმობა აშორებს, თუმცა ამ მხრივ მას წინააღმდეგობას, სავარაუდოდ, არავინ გაუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები