მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის პოტენციურ მმართველთა მოკლე სია წარადგინა

trump

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკლე სია ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეობის პოტენციური კანდიდატების შესახებ, FED-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის თანაშემწე კევინ ჰასეტს, ცენტრალური ბანკის ყოფილ მმართველ კევინ უარშსა და მმართველი საბჭოს ამჟამინდელ წევრ კრისტოფერ უალერს მოიცავს.

როგორც ტრამპმა ჟუტნალისტებს განუცხადა, სწორედ აღნიშნული სამი "ფინალისტიდან" ერთ-ერთი ჩაანაცვლებს ჯერომ პაუველს. ტრამპისვე თქმით, თანამდებობაზე განიხილებოდა სკოტ ბესენტის კანდიდატურაც, თუმცა აშშ-ის სახაზინო მდივანი პოზიციით დაინტერესებული არ იყო.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გეგმავს ფედერალური რეზერვის მმართველად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ხედვას გაიზიარებს. დონალდ ტრამპის თქმით, პაუელისთვის, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი არაერთხელ დატოვა უცვლელად, ახლა მისი შემცირების გადაწყვეტილება "დაგვიანებულია" და მან უკვე ავნო იპოთეკური სესხის მომხმარებლებს.

პაუელის მმართველობით, FED-მა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად შეინარჩუნა მთელი წლის განმავლობაში. როგორც ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე განმარტავდა, ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომის ფონზე არსებობდა ინფლაციის ზრდის რისკები და იკვეთებოდა სამუშაო ბაზრის შენელებაც.

აღსანიშნავია, რომ შერჩეულ კანდიდატებს შორის კევინ ჰასეტი ერთ-ერთია, რომელიც ტრამპის სატარიფო პოლიტიკას უჭერს მხარს და პრეზიდენტს ეთანხმება, რომ FED საპროცესო განაკვეთს შეუსაბამოდ მაღალ ნიშნულზე ტოვებს. FED-ში "რეჟიმის ცვლილებას" ითხოვს კიდევ ერთი კანდიდატი, კევინ უარშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები