მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც TikTok-ს და WeChat-ს კრძალავს

5f2d324389f4b
ნათია თაქთაქიშვილი
07.08.20 15:10
1745
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში TikTok-ს და WeChat-ს კრძალავს, თუ კომპანიები ჩინური მფლობელების ხელში დარჩებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ტრამპის აკრძალვა ძალაში 45 დღეში შევა და მისი მიზანია აშშ-ს უსაფთხოების დაცვა.

ამერიკული სპეცსამსახურები შიშობენ, რომ სერვისი, რომელსაც ByteDance-ი სთავაზობს მომხმარებლებს, მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს.

დონალდ ტრამპმა ანალოგიური ზომები მიიღო აპლიკაცია WeChat-თან მიმართებითაც, რომელიც ასევე ჩინური წარმომავლობისაა და კომპანია Tencent-ს ეკუთვნის. ტრამპის თქმით, ორივე პლატფორმა დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც საშიშია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა, კორპორაცია Microsoft-მა მოლაპარაკებები აწარმოოს სოციალურ ქსელ Tik-Tok-ის შეძენასთან დაკავშირებით და ამისთვის კორპორაციას 45-დღიანი ვადა აქვს. დონალდ ტრამპსა და Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორს სატია ნადელას შორის გამართული დისკუსიის შემდეგ, Microsoft-ი გააგრძელებს მოლაპარაკებებს ByteDance-თან TikTok– ის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს შეთანხმების მიღწევას 15 სექტემბრამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები