მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო

პუტინი ტრამპი

ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.

მანამდე ისინი ერთმანეთს ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ავიაგამანადგურებლებით გარშემორტყმულ წითელ ხალიჩაზე შეხვდნენ.

გადაიღეს ფოტოები, თუმცა ჯერჯერობით პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ფორმატით ერთი-ერთზე დაგეგმილი სამიტი რეალურად გაიმართება ფორმით სამი-სამზე - შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

პუტინს შეუერთდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე განიხილავენ.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რომელზეც პოტენციურად უკრაინაში ომის საკითხის გადაწყვეტაა დამოკიდებული, ყურადღებით აკვირდებიან ინვესტორებიც. შეხვედრის დაანონსებამ და მოახლოებამ ასახვა პოვა გლობალურ ბაზრებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები