აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
მან პოსტი 13 ივლისს ექსპრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო დატოვა.
კიმბერლი ჩიტლი 22 ივლისს კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენაზე იყო დაბარებული.
მან იქ განაცხადა, რომ საიდუმლო სამსახურმა 13 ივლისს მარცხი განიცადა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა თანამდებობიდან წასვლაზე უარს ამბობდა. კონგრესმენთა მხრიდან იყო მოწოდებები, კიმბერლი ჩიტლს თანამდებობა დაეტოვებინა.
13 ივლისს, მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს.