მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორები, ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.

"მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:

- დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს "კეფაში ტყვიით" (ლევან დათუნაშვილი, "ჯემნიუსი")
- ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")
- საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, "გრასი" / "ფაქტჩეკი")
ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ "აღშფოთებული მოქალაქის" სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.

დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ", - აცხადებს პაპუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები