მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონორების ჩართულობა/გაწეული ხარჯი გამჭვირვალე იყო და ყველა თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა - „ჯორჯიან ფექიჯინგი“

ვერონიკა გოგოხია

შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან ფექიჯინგის“ გენერალური მენეჯერის, ვერონიკა გოგოხიას განცხადებით, დონორებთან თანამშრომლობა და ყველა ხარჯი, რომელიც გაიწია, იყო სრულად გამჭვირვალე, რასაც ადასტურებდა არაერთი აუდიტი და შემოწმება საწარმოში, რომელიც მუდმივად ტარდებოდა.

BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-სი სტუმრობისას გოგოხიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ პოლიტიკური შეფასებისგან თავი შეიკავა, თუმცა ამბობს, რომ დონორებს ნებისმიერი და ამ შემთხვევაში შესაფუთი მასალების სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ:
პოლიტიკურ ასპექტში ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მხოლოდ შემიძლია გითხრათ ჩვენს კონკრეტულ საწარმოსთან მიმართებით. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი წარმოების განვითარებაში სერიოზული როლი ითამაშა უფრო ქართულმა კაპიტალმა დასაწყისში. ჩვენ ქართული კაპიტალით, „აწარმოე საქართველოს“ და თიბისის დაფინანსებით დავიწყეთ ეს პროექტი და უკვე ბოლო ეტაპზე იყო დონორების ჩართულობა, მაშინ, როცა ჩვენ დაგვჭირდა შესაფუთი მასალების მოცულობის გაზრდა და ნარჩენების მართვისთვის შესაბამისი დანადგარების და ტექნოლოგიების დანერგვა. ჩვენს შემთხვევაში დონორების წილი არის ძალიან მცირე, მაგრამ მათი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განვითარებისთვის ბევრი მიზეზის გამო.

ერთ-ერთი მიზეზი არის ევროკავშირთან და ევროპასთან დაახლოებული კანონმდებლობა და მათ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფნა, რადგან საქართველო არ არის მხოლოდ ქართული ბაზრისთვის. ანუ, ქართველი მწარმოებლები თავიანთი ხარისხით, დანერგილი სტანდარტებით - ამ და სხვა სტანდარტებით აკმაყოფილებენ და ადასტურებენ იმას, რომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სტანდარტი შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ. თუნდაც იმ მცირე თანადაფინანსების შემთხვევაშიც კი, გამჭვირვალობა იყო ძალიან მაღალი ჩვენი მხრიდან და მოთხოვნილი დონორების მხრიდან. ყველა თეთრი, რაც დაიხარჯა, იყო დახარჯული მიზნობრივად და ამის შესამოწმებლად გვქონდა როგორც შესაბამისი აუდიტები, ისე საწარმოში შემოწმებები. დონორების ჩართულობა ინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დასაფასებელია, არის ინდუსტრიული გამოწვევები, რომელსაც კომპანიები მხოლოდ თავიანთი რესურსით ვერ დააფინანსებს და ვერ განავითარებს“, - თქვა ვერონიკა გოგოხიამ.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას იმის შესახებ, თუ აქვთ საკითხზე კომუნიკაცია დონორებთან, ინვესტორებთან და როგორია მათი უკუკავშირი. შესაძლებელია თუ არა, კომპანიის ოპერირებაში [რუსული]კანონი გამოწვევად იქცეს, რესპოდენტი პასუხობს: „ჩვენი მომწოდებლები, რომლებიც პირველ რიგში ევროპელები არიან, თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენც მუდმივ კავშირზე ვართ ინფორმაციული კუთხით. გამოწვევა შეიძლება იყოს არასტაბილურობა. ნდობას და ფინანსური გარანტიებს საფრთხე არ უნდა შეექმნას. ამდენხნიანი კომუნიკაციის შემდეგ გვაქვს ძალიან მაღალი საკრედიტო ხაზები ჩვენს მომწოდებლებთან და ჩვენი ფინანსური სანდოობა არის ძალიან მაღალი, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ ოპერირება, მიწოდების ჯაჭვი, შესყიდვები იყოს სტაბილური და არ გვქონდეს შეფერხება ამ კუთხით, რომ ნდობა შეილახოს, ან რაიმე საფრთხე შეექმნას ამ ნდობას“.

ვერონიკა გოგოხიას განცხადებით, ამ ეტაპზე კომპანიას რეპუტაციული საფრთხე არ შეჰქმნია და იმედი აქვს, რომ არც შეექმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები