მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოქტორ გუდსის“ პროდუქცია მალე სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდება

62a0498cea541
BM.GE
08.06.22 11:09
1388
სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი“ სამომხმარებლო ტიპის პროდუქტების წარმოებას იწყებს.

პირველ ეტაპზე, როგორც ჰოსპიტალურ ისე სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების, ჭრილობის სტერილური თვითწებვადი საფენები, სტერილური ბინტი და მარლის სტერილური საფნები გამოჩნდება.

„აღნიშნული პროდუქცია საქართველოში სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, რაც გვიქმნის დამატებით მოტივაციას, რომ სამედიცინო სექტორი მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ადგილობრივი წარმოების მასალებით“, - აღნიშნავენ კომპანიაში.



ადგილობრივი ბაზრის გარდა „დოქტორ გუდსის“ მიერ წარმოებული ქირურგიული ნაკრებები უკვე გადის ექსპორტზე, უახლოეს თვეებში კიდევ სამი სახეობის პროდუქტი დაემატება, რაც საექსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

„დოქტორ გუდსი“ პირველი ქართული საწარმოა, რომელიც სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს. „დოქტორ გუდსს“ მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდრტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

კომპანიის მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე მყარად მოინიშნოს როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები