პრემიერის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში 2023 წლიდან DRG-ის რეფორმამ სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა შეუწყო ხელი. ამ ანგარიშით ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად:
- 2023 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან 12%-ამდე შემცირდა
DRG რეფორმის დადებითი შედეგია ისიც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე დაწესდა თანაგახადის ზედა ზღვარი.
საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 500 ლარს, ხოლო 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის არაუმეტეს 1 000 ლარს, დანარჩენი მოსარგებლეებისთვის კი არ აღემატება 1 500 ლარს.
რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი", - ნათქვამია ანგარიშში.