მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა, რაც მათ შორის გამოიხატება ცრუ განცხადებებში, რომ ვითომ ეუთომ არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა.

„სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი“ აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა... ძველი საბჭოთა ჩვევა!!!

დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ“, - წერს პრეზიდენტი.

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. ეუთო/ოდირმა საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა.

კრიტიკული დასკვნის და იმის მიუხედავად, რომ არჩევნების აღიარება ეუთო/ოდირის მანდატში არ შედის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირი არჩევნებს აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები