მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დრონების თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტები დაიხურა - ფაშინიანის თვითმფრინავი იძულებით სანქტ-პეტერბურგში დაეშვა

მოსკოვის აეროპორტი
BM. GE
11.12.25 13:45
404

ამჟამად, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის აეროპორტები დროებით დაკეტილია. მიზეზი უკრაინული დრონების თავდასხმაა. თავდასხმის გამო ქალაქში საჰაერო-სატრანსპორტო ოპერაციები შეუძლებელი ხდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ წარმატებით შეძლეს რამდენიმე უკრაინული დრონის ჩამოგდება მოსკოვის შემოგარენში, თუმცა მათი სიახლოვის გამო აუცილებელი გახდა სასწრაფო უსაფრთხოების პროტოკოლის ამოქმედება. პროტოკოლი აეროპორტების დახურვას, მისკენ მომავალი ფრენების გადამისართებასა და მისგან ასაფრენი რეისების გადადებას გულისხმობს. განსაკუთრებით იზარალეს ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმა.

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო და სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია.

ფაშინიანის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის ოლქის თავზე დაფრინავდა, რის შემდეგაც პულკოვოს აეროპორტში გადაამისამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები