რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ოფიციალურ მედიაში ტერაქტის ვერსიაზე საუბრობენ.