მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა აფეთქდა. ქარხანაში პიროტექნიკა ინახებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
აფეთქების შედეგად, საწარმოს მიმდებარე სახლებში მინები ჩაიმსხვრა. ქარხნის ტერიტორიაზე ყველა ნაგებობიდან ევაკუაცია გამოცხადდა. საგანგებო სამსახურებში ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ვერსიას უარყოფენ.
ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.