მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Druzhba-ზე შეტევის საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურას დაარტყა

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC
BM. GE
20.08.25 00:27
513

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას ცენტრალურ უკრანიაში, პოლტავას რეგიონში მდებარე გაზის ტრანსპორტიორ შენობაზე დრონებითა და რაკეტებით შეტევა მიიტანეს. შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა უკრაინულმა მხარემ ცეცხლის ჩაქრობა მოახერხა. რუსეთის არმიამ კრემემჩუკში მდებარე უკრაინის ერთადერთ ნავთობგადასამუშავებელ ნაგებობასაც დაარტყა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაზიანდა ის. აღსანიშნავია, რომ უკრაინული ჯარი საწვავით სწორედ ამ ობიექტიდან მარაგდება.

სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშით გუშინ Druzhba-ს მილსადენზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხეს. როგორც ცნობილია, ნავთობგამტარის ტრანსპორტიორი ობიექტის დაზიანების გამო სლოვაკეთსა და უნგრეთს მიწოდება სრულად შეუწყდათ. ცნობისთვის, 2025 წლის მარტიდან რუსეთმა უკრაინაზე 2,900-ზე მეტი შეტევა განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები