არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა Ciel Dubai Marina-ს სასტუმრო წარადგინა. 377 მეტრის სიმაღლის, 82 სართულიანი სასტუმრო დუბაის შუაგულში აშენდება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იქნება. პროექტს The First Group-ი ახორციელებს. მისი ოპერირება IHG-ის მიერ მოხდება Vignette Collection-ის ბრენდის სახელით.
სასტუმროში 1,004 ნომერი განთავსდება, ხოლო მისი იატაკიდან ჭერამდე არსებული ფანჯრები სტუმრებს სპარსეთის ყურისა და ჯუმერიას პალმის პანორამულ ხედს შესთავაზებს.
სასტუმროს ასევე ექნება მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილზე მყოფი საცურაო აუზი, რომელიც 76-ე სართულზე იქნება განთავსებული. სასტუმროს ღამის კლუბი კი 81-ე სართულს დაიკავებს. გარდა ამისა, დამსვენებლები რვა სხვადასხვა საკვებ ობიექტით ისარგებლებენ, ასევე იქნება 61-ე სართულზე არსებული სპა და 12 სართულიანი დაკიდული ბაღები.




























