მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

openai

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ამერიკულმა ლიდერმა, OpenAI-მ ახალი, $30-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდისთვის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, პროცესში არაბეთის გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი, მათ შორის აბუ-დაბიში ბაზირებული MGX-ი მონაწილეობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, არაბულმა ფონდებმა შესაძლოა ერთობლივი სინდიკატი შექმნან და რაუნდში $10 მილიარდამდე მოცულობის ინვესტიცია განახორციელონ.

როგორც მედია წერს, ამ კაპიტალდაბანდებაში ჩართვას მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი BlackRock-იც განიხილავს. პროცესით დაინტერესებულია OpenAI-ს მოქმედი 2 პარტნიორიც: Thrive Capital-ი და Andreessen Horowitz-იც, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარიგების საბოლოო პირობები ჯერ დაზუსტებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები