მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუბაიში, ქართული კომპანია Invest in Georgia იწყებს ოპერირებას - რა მიზანი ექნება მას?

დუბაი

დუბაიში კომპანია Invest in Georgia-ს შოუ-რუმი დეკემბერში გაიხსნება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თემო მიქელაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია საქართველოში უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ და საამიროებში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება პროცესში შუამავლობა გაუწიოს.

როგორც ის ამბობს, Invest in Georgia-ს შოუ-რუმში, რომელიც დუბაის ცენტრში იხსნება, წარმოდგენილი იქნება ქართული დეველოპერული კომპანიები.

„დუბაიში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში ჩასვლის გარეშე შეიძინონ საქართველოს ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება. ანუ ჩვენი კომპანია იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი“, - აღნიშნა თემო მიქელაძემ და დასძინა, რომ Invest in Georgia შექმნის ერთგვარ ეკოსისტემას, რომლის ოფისშიც იქნებიან უძრავი ქონების აგენტები, რომლებიც თავიანთ კლიენტებს ქონების საზღვარგარეთ შეძენაში ეხმარებიან.

„აგენტებს ვაძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ჩვენი შოურუმით, როგორც საკუთარი ოფისით, და კლიენტებს დაეხმარონ უძრავი ქონების შეძენაში" - აღნიშნა კომპანია Invest in Georgia-ს დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საამიროებიდან სათანადოდ ათვისებული არ არის, როგორც ეს ისრაელის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების და თურქეთის მხრიდანაა.

„Invest in Georgia-ის დაფუძნების მოტივი იყო საამიროებიდან რესურსის ათვისება, აქ დიდი ფულადი რესურსია, რომელიც საქართველოში FDI-ის ნაწილში ბოლომდე ათვისებული არ არის. აქ 1 მლნ ადგილობრივი და 11 მლნ ექსპატია, სწორედ ამ ექსპატების რესურსი არაა ათვისებული. მე ვფიქრობ, ჯერ უძრავი ქონებით დავიწყებთ და შემდეგ უკვე აქაურებს დავეხმარებით საქართველოში ინვესტიციები ჩადონ და ქართულ კომპანიებში ფასიანი ქაღალდები შეიძინონ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Invest in Georgia-ს გახსნის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 2.5 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები