მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუროვი საპატიმროდან €5-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, მას საფრანგეთის დატოვება აეკრძალა

პაველ დუროვი
29.08.24 07:36
1668

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ფრანგულმა სასამართლომ 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

დუროვი გუშინ საპატიმროდან დაკითხვაზე სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც მას გამოძიების დასრულებამდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შეუფარდეს. დუროვს ამასთან, საფრანგეთის დატოვება აეკრძალა.

39 წლის პაველ დუროვი, რომელიც საფრანგეთის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა საფრანგეთის პოლიციამ 26 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პროკურატურა მის გასამართლებას 12 მუხლით ითხოვს, მათ შორისაა ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა, ჰაკერულ თავდასხმებში თანამონაწილეობა, ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობა, ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები