მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუშეთში დღეს პირველი გლემპინგ სასტუმრო იხსნება - რა პირობებით დაისვენებთ?

634a61082ee38
თინათინ ნატმელაძე
15.10.22 08:58
4628
დუშეთში პირველი გლემპინგ კოტეჯი, "ნანოლენდი", სტუმრებს დღეიდან უმასპინძლებს. როგორც კოტეჯის მფლობელი ნანიკო კელიხაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, სასტუმრო ბაზალეთის ტბიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ დუშეთში კოტეჯები უკვე არის, გლემპინგ-სივრცე ნამდვილად სიახლეა, ამიტომ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მოქალაქეებისგან დიდი დაინტერესება იყო. გარდა ვიზუალური მხარისამ, განსხვავებული და მიმზიდველია ხედები, რომელიც ჩვენთან მოსულ დამსვენებელს დახვდება.

სასტუმრო ბაზალეთის ტბიდან 2 კილომეტრში მდებარეობს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მიმართ მოთხოვნას - ბაზალეთის ტბასთან ახლოს მდებარე სასტუმროს არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც ძალიან ხშირად ეძებენ”, - განაცხადა ნანიკო კელიხაშვილმა.

“ნანოლენდი’’ ჯერჯერობით ერთ გლემპინგ კოტეჯს მოიცავს და ორი სტუმარზეა გათვლილი, თუმცა სასტუმროს მფლობელმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ გაფართოებას და დამსვენებლებისთვის ე.წ. ოფროუდ ტურების შეთავაზებასაც გეგმავს.

„გაფართოებას მას შემდეგ ვგეგმავ, რაც პირველი კოტეჯი ამუშავდება. ვნახავ მოთხოვნას და ამის შემდეგ აუცილებლად დავამატებ მეორე კოტეჯსაც“, - აცხადებს ნანიკო კელიხაშვილი.

გლემპინგ კოტეჯის შექმნაში მფლობელმა 40 000 ლარის ოდენობის პირადი ინვესტიცია ჩადო, „ნანოლენდში“ ერთი დღე-ღამის ღირებულება 150 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები