მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუშეთში FAO-ს ფერმერების გაძლიერების პროექტი დასრულდა - რა გაკეთდა ADB-ის დაფინანსებით?

ADB
04.10.24 15:38
156

ერთწლიანი პროექტი, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დუშეთში ახორციელებდა, დასრულდა.

პროექტი, რომელიც დუშეთის რეგიონში ფერმერების გაძლიერებასა და მათი მედეგობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა, 2023 წლის 4 ივლისიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და აზიის განვითარების ბანკმა მისთვის $60 000 გამოყო.

პროექტის ფარგლებში FOA-მ ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიან-ბეგონსა და ბედონში 10 ფერმერული საველე სკოლა გახსნა, რამაც ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს მერძევეობის, მეფუტკრეობისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით თანამედროვე პრაქტიკების შესწავლის შესაძლებლობა მისცა.

პროექტის შემაჯამებელ ვიზიტზე FAO საქართველოს გუნდი აგრონომიული ფერმერული საველე სკოლების მონაწილეებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებმა, რომელთა უმეტესობა ქალია, მიიღეს ცხოველის მოვლისთვის საჭირო ნივთები, რაც ზრდის წარმოებას და აუმჯობესებს წარმოებული რძის პროდუქტის ხარისხსა და უვნებლობას.

მათ, ასევე პროექტის ფარგლებში, გადაეცათ ცურის მოვლის საშუალებები, ციფრული თერმომეტრები, მასტიტის ტესტის კომპლექტები, ქიმოზინი - მაღალი ხარისხის კვეთები, ყველის ფორმები, მინერალის ბლოკები, ხბოს საკვებურები, პირუტყვის საკვები, და ხელთათმანები.

FAO-ს ვეტერინარებმა გაუზიარეს ცოდნა აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენების შესახებ ტრენინგის 53 მონაწილეს არახვეთიდან, ქვეშეთიდან, ჯაღმიანიდან, კაიშაურნიდან, სეთურებიდან, ზაქათკარიდან, ბენიან-ბეგონიდან და ბედონიდან. მერძეული მიმართულებით მომუშავე ფერმერებისთვის ჩატარებული საგანმანათლებლო შეხვედრები მოიცავდა თემებს, როგორიცაა მასტიტის მკურნალობა, ჰიგიენისა და წველის კარგი პრაქტიკები, რძე და მისი შემადგენლობა, ცხოველთა დაავადებები და პარაზიტები. ამასთანავე, მერძეული ფერმერული საველე სკოლების ფარგლებში, მონაწილეებმა ევროპული ყველის წარმოებაც შეისწავლეს.

FAO საქართველოს წარმომადგენლებმა პროექტში ჩართულ ფერმერებს ასევე გადასცეს სასუქები და საჩითილე კასეტები, რაც მათი ადგილობრივი წარმოების რაოდენობისა და ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ბოსტნეულის მწარმოებლებმა ასევე მიიღეს სამი მოტობლოკი, რომლებიც ნიადაგის დამუშავებისას საზიაროდ გამოიყენება პროექტში ჩართული ფერმერების მიერ.

ფერმერულ საველე სკოლებში ბოსტნეულის 35 ფერმერი დაესწრო ADB-ის დაფინანსებულ FAO-ს ტრენინგებს და შეისწავლა თანამედროვე პრაქტიკები ჩითილებისა და კარტოფილის წარმოებისა და კომპოსტირების მიმართულებით.

თაფლის სექტორში გაუმჯობესებული წარმოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ ADB-ის მხარდაჭერილ FAO-ს ტრენინგებს ოთხი მეფუტკრე დაესწრო. მათ ასევე გადაეცათ მეფუტკრეების დამცავი აღჭურვილობა, რაც მათ ფუტკრის უსაფრთხო და ადეკვატური მოვლის საშუალებას აძლევს.

გასული ერთი წლის განმავლობაში, FAO, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიან-ბეგონსა და ბეგონში შექმნილი საველე სკოლების მეშვეობით ადგილობრივ ფერმერულ თემებს დაეხმარა საჭირო ტექნიკური და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებით წარმოებისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების შესახებ. მიღებული ცოდნითა და ხელსაწყოებით, ჯამში 72 ადგილობრივი ფერმერი აღიჭურვა საკუთარი მედეგობისა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, FAO ქალ ფერმერებზე ფოკუსირებულ ფერმერთა საველე სკოლებს აორგანიზებს ადგილობრივი თემებისთვის ქვეშეთში, არახვეთში, ჯაღმიანში, ბენიენ-ბეგონსა და ბეგონში. პროექტის მიზანია მათი ხელშეწყობა ბოსტნეულის, თაფლისა და რძის პროდუქტის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივ ფერმერთა მედეგობის გაძლიერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები