მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Duty Free-ის თანადამფუძნებელმა $8 მილიარდი ქველმოქმედებას შესწირა

5f6491bda97c8
ნათია თაქთაქიშვილი
20.09.20 13:40
1197
მილიარდერმა ჩარლზ ფინმა, რომელმაც აეროპორტების მაღაზიათა ცნობილი ქსელი Duty Free, რობერტ მილერთან ერთად 1960 წელს დააარსა, საკუთარ სიცოცხლეშივე 8 მილიარდი აშშ დოლარი ქველმოქმედებას შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 89 წლის ფინმა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა, რომ ქველმოქმედებისთვის და სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის თავისი ქონების უდიდესი ნაწილი გაეღო.

მილიარდერმა ჟურნალთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არასდროს უნანია საკუთარი გადაწყვეტილება. მილიადერის თქმით, მისი ცხოვრების დევიზია: „სანამ ცოცხალი ხარ, გაეცი“ (Giving While Living).

„ბევრი რამის სწავალა შევძელი, ზოგ რამეს შევცვლიდი, თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ამ ხნის განამვლობაში მხარი დამიჭირა და შემომიერთდა ქველმოქმედებაში“,- განუცხადა ფინმა Forbes-ს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა, მისი და მისი მეუღლის „პენსიისთვის“ 2 მილარდი დოლარი დაიტოვა, ხოლო 8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შესწირა თავშესაფრებს, უნივერისტეტებს და სხვადასხვა ფონდებს მსოფლიოს მასშტაბით.

ჟურნალი Forbes-ი მას „ფილანტროპიის ჯეიმს ბონდსაც" კი უწოდებს, რადგან ხშირად მილიარდერი ისე ეწეოდა ქველმოქმედებას, რომ ანონიმურად დარჩენას ამჯობინებდა.

ფინის მიერ გაღებული 8 მილიარდი აშშ დოლარი ასე გადანაწილდა: 3.7 მილიარდი -განათლება, 879 მილიონ აშშ დოლარზე მეტი - ადამიანთა უფლებებისა და სოციალური დაცვა, 62 მილიონი აშშ დოლარი - აშშ-ში სიკვდილით დასჯით გაუქმება, 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი - ჯანდაცვა და სულ ბოლოს, მილიარდერმა 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ნიუ იორკთან ახლოს ტექნოლოგიური კამპუსის ასაშენებლად გაიღო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები