მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა აღარ არჩევს "თავისიანებსა" და "სხვებს" - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

„სახელმწიფო დანგრეულია!“ - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. როგორც ის facebook-ის გვერდზე წერს, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. „დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მეხუთე პრეზიდენტის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია.

ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ - კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი - ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება - ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი — ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები