მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან დაბალი დონის ზამთრის კურორტები გვაქვს" - ია თაბაგარი

ზამთრის კურორტი

"ძალიან დაბალი დონის ზამთრის კურორტები გვაქვს", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა. მისი შეფასებით, კურორტებზე ხარისხი აშკარად დაქვეითებულია.

"მე როგორც ყოფილი მოთხილამურე და ამავე დროს ტუროპერატორი, ძალიან სხვანაირად ვუყურებ ამ პროცესებს. ძალიან დაბალი დონის ზამთრის კურორტები გვაქვს - პარკინგიდან და მისასვლელი გზებიდან დაწყებული, რიგებითა და მოშლილი ინფრასტრუქტურით დამთავრებული. და ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების დაუცველობა", – ამბობს ის.

თაბაგარის თქმით, მიმდინარე სეზონზე ის იმყოფებოდა გუდაურსა და ბაკურიანში, სადაც თვალში საცემი იყო გზების უხარისხობა და უსაფრთხოების საკითხები.

"უცხოელებთანაც მქონდა ამაზე საუბარი – ადამიანს რომ რაღაც დაემართოს, რამდენად სწრაფად და რამდენად მაღალხარისხიან სამედიცინო დახმარებას მიიღებს? ასეთი საკითხები ჩვენს ქვეყანაში უგულებელყოფილია, რაც ძალიან მაკვირვებს", – განაცხადა ტურიზმის ანალიტიკოსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები