მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს სერვისის ნაწილში“ - როგორ ვითარდება MICE ტურიზმი საქართველოში?

საქმიანი ტურიზმი

თბილისი საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს m&i Tbilisi 2024-ს მასპინძლობს. ღონისძიებაში ტურისტული სერვისის მიმწოდებელი 83 ადგილობრივი და 63 საერთაშორისო კომპანია მონაწილებს, კომპანიები პოტენციურ დამკვეთებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ და საქართველოში საქმიანი ტურიზმის მასპინძლობის პოტენციალს ეცნობიან.

კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს MICE ტურიზმის განვითარების მხრივ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა სათანადო ინფრასტრუქტურასთან ერთად დიდი გამოწვევა სერვისის ხარისხი.

„საქართველო საქმიანი ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს პირველ რიგში სტუმარ-მასპინძლობის ბევრად დიდ კულტურას, რომელიც ისტორიულად გაგვაჩნია და ინფრასტრუქტურულად ვთავაზობთ ბევრად უფრო განვითარებულ სისტემას, ვიდრე გვქონდა პანდემიამდე, თუმცა ძალიან დიდი გამოწვევა გვაქვს სერვისის ნაწილში.

ინფრასტრუქტურული განვითარება საკმაოდ გაფანტულია საქართველოში და ძირითადი ნაწილი თავმოყრილია თბილისში. თბილისის მხრივ ჩვენი ინდუსტრია სრულად არის მზად უმასპინძლოს ნებისმიერ კორპორატიულ ღონისძიებას. შეგვიძლია ვისაუბროთ 500 ადამიანამდეც კი, თუმცა საოპერაციოდ გამართულია, როცა სტუმრების რაოდენობა 200-დან 300-მდე ადის. შემდგომში გარკვეული პრობლემები წარმოიშობა. ინფრასტრუქტურულადაც ვჩერდებით კორპორატიულ ე,წ MICE სეგმენტამდე და გვიჭირს გადავიდეთ საკონგრესო სეგმენტში, რომელშიც საკმაოდ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და რომელიც საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი მიმართულებაა მსოფლიოს მასშტაბით“,-განაცხადა გურამ ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები