მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არიან ფერმერები” - რუსუდან გიგაშვილი

621f967b7b8b8
ანუკა ჯოხაძე
02.03.22 23:45
1126
2022 წლის თებერვალში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 34%-ით მატებას ფერმერები საბრუნავი საშუალებების ზრდას უკავშირებენ და ამბობენ, რომ დღეს ფერმერს კონკრეტული პროდუქციის მოყვანა იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.

“მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ ფერმერებს პროდუქციის გაძვირება კიდევ მოუწევთ. მისი თქმით, ფასებს აქამდე ნაწილობრივ ექსპორტი აბალანსებდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანა ამ ნაწილში რუსეთზეა დამოკიდებული, სადაც დღეს ეროვნული ვალუტა, რუბლი გაუფასურებულია, ექსპორტი ფერმერისთვის აზრს კარგავს. შესაბამისად გიგაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ბოსტნეულზე ფასები კვლავ გაიზარდოს.

“თუკი იქამდე ფერმერი 1 ტონა სასუქში იხდიდა მაგალითად 75 ლარს, ახლა 140 ლარის გადახდა უწევს. საუკეთესო შემთხვევაში 50%-ით, ხშირად არის რომ 100%-თაც საბრუნავი საშუალებები გაძვირებული. გაძვირდა ტექნიკით მომსახურების საფასურიც. ამ შემთხვევაში ეს არის ობიექტური მოცემულობა. არ უღირს ფერმერს სხვანაირად. ამას შველიდა ის, რომ გაჰქონდა ექსპორტზე პროდუქცია თუნდაც მინიმალურ ფასად. დღეს ისე არის რუბლი გაუფასურებული, რომ აღარც ეს უღირს, რადგან იქაც, ძალიან იაფად, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად უნდა გაყიდოს პროდუქტი. ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არიან ფერმერები, ამიტომ იძულებულები არიან ის ფასი დაადონ, რაც სჭირდებათ მათ გადარჩენისთვის", - აცხადებს “მომავლის ფერმერის" ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები