ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც ამაზე განცხადებებს", - თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ჯერ საბოლოო შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.